12:17 | 2020-03-20 ავტორი: Prime Time

ვირუსის შეჩერება შესაძლებელი იყო! – ტრამპი ჩინეთს ადანაშაულებს

ვირუსის შეჩერება შესაძლებელი იყო! – ტრამპი ჩინეთს ადანაშაულებს

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჩინეთი კორონავირუსის შესახებ ინფორმაციის დამალვაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ამის გამო ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება.

 

„მისი შეჩერება შესაძლებელი იყო. საკმაოდ ადვილად შევძლებდით მის შეჩერებას, რომ გვცოდნოდა, ყველას რომ სცოდნოდა მის შესახებ რამდენიმე თვით ადრე, ვიდრე ინფორმაცია გაჟღერდა. სამწუხაროდ, მათ გადაწყვიტეს, რომ ეს არ გაესაჯაროებინათ და ამიტომ ახლა მთელი მსოფლიო იტანჯება“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

 

ჩინეთის მიერ ინფორმაციის დამალვაზე ისაუბრა სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომაც. მისი თქმით, ჩინეთის მთავრობამ პირველმა იცოდა ის რისკი, რაც არსებობდა.

 

„ჩინეთის მთავრობამ იცოდა ამ რისკის შესახებ, მათ ეს პირველებმა შეიტყვეს და უძვირფასესი დღეები დაგვაკარგვინეს. ათასობით ადამიანს მისცეს უფლება, რომ უხანი დაეტოვებინათ და ისეთ ადგილებში წასულიყვნენ მაგალითად როგორიც იტალიაა, ამიტომაც იტანჯებიან ისინი ასე საშინლად“, – განაცხადა პომპეომ.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

მედია ომი - ჩინეთმა ამერიკელ ჟურნალისტებს აკრედიტაცია ჩამოართვა
2020-03-18მედია ომი - ჩინეთმა ამერიკელ ჟურნალისტებს აკრედიტაცია ჩამოართვა
 
კინზინგერი: ახლა სახლში იმიტომ სხედხართ, რომ ჩინეთმა ვირუსის შესახებ ინფორმაცია დამალა
2020-03-18კინზინგერი: ახლა სახლში იმიტომ სხედხართ, რომ ჩინეთმა ვირუსის შესახებ ინფორმაცია დამალა
 
აშშ-მა ყველაფერი უნდა ახსნას! - ჩინეთის საგარეო უწყება CoVid-19-ის წარმოშობაზე
2020-03-13აშშ-მა ყველაფერი უნდა ახსნას! - ჩინეთის საგარეო უწყება CoVid-19-ის წარმოშობაზე

ავტორი: Prime Time

X