
დეკანოზ გიორგი მამალაძის ძმა თორნიკე მამალაძე საქართველოს საპატრიარქოსთან ტრანსფარატით გამოჩნდა. ის სინოდის მიერ პრეზიდენტთან შუამდგომლობას შეწყალების თაობაზე ფარსს და დადგმულ სპექტაკლს უწოდებს. სასამართლოს მიერ სასჯელის გადავადების დაუკმაყოფილებლობას კი მოსამართლისა და საპატრიარქოს უნივერსიტეტთან კავშირს შედეგად აღიქვამს.
თორნიკე მამალაძე საპატრიარქოსთან ტრანსპარატით მივიდა, რომელზეც ეწერა : „დეკანოზი გაწირეთ სიკვდილისთვის?“.
„მე მოვითხოვ იმ ეპისკოპოსებისგან, რომლებიც დიდი იმედი მაქვს ამ სინოდზე აღმოჩნდებიან ისეთები, რომლებსაც რეალურად ეკლესიის ბედი აღელვებთ, მოვუწოდებ ამ ადამიანებს იმსჯელონ იმ ვირუსთან დაკავშირებით, რა ვირუსიც წლების განმავლობაში არსებობს საქართველოს საპატრიარქოში და მიიღონ ადეკვატური გადაწყვეტილება. ვითომ ეკლესიებს დეზინფექციას უკეთებენ და ჩვენ გვატყუებენ, ნაკურთხ წყალს ქალაქში ასხურებენ, ეს არის ფარსი და დადგმული სპექტაკლი.
ცნობისთვის, 12 საათზე საპატრიარქოში ვირუსთან დაკავშირებით სინოდის სხდომა უნდა გაიმართოს.






















