
მოცეკვავე თეა დარჩიამ ლაიკის შლემების გამოშვება დაიწყო. როგორც “პრაიმტაიმთან” ამბობს, ამ შლემს გამოიყენებს როგორც ცეკვების დროს, ასევე – ქუჩაში.
თეა დარჩია: – ძალიან კომფორტულია სატარებლად, გიცავს ასი პროცენტით და ცხვირზე აფარებული “პამპერსიც” (სამედიცინო პირბადე) არ გიჩანს. ეს ტყავი წინ ნახვრეტებით არის, ჰაერს ატარებს. მრავალჯერადი პირბადე არ იცავს. სამედიცინო პირბადის ვიზუალი რომ არ მომწონს, ეს გამოსავალი მოვიგონე. ლამაზია, ტრენდულია, ჩემია.
ბავშვებს ფერადი უნდა შევუკერო.

მამამთილის გარდაცვალების შემდეგ მისი სამკერვალო ცეხი დედამთილმა მე გადმომაბარა. ჩემი სტუდიის “თედასის” ფეხსაცმელს, აზიურებს და სხვა დანარჩენ აქსესუარებს იქ ვკერავ.
არსენ მათიაშვილი საქართველოში ერთადერთი ჩოხის კონსტრუქტორი იყო, რომელმაც ჩოხის აგების კანონიკა იცოდა. ცოდნის გადაცემა გარდაცვალებამდე მოასწრო, ასწავლა ჩემს ქმარს, “სამოსელი პირველის” მკერავებს… სკოლა, სადაც არსენა შეგირდებს ჩოხის აგების კანონიკას ასწავლიდა, ნიკოლოზ რურუამ გააკეთა.
მყავს წინა საუკუნის გენიოსი მკერავები. ვეძებ შეგირდებს, რომ მეწაღეობის ფანტასტიკური ხელოვნება არ დაიკარგოს.
არ ვიცი, სამომავლოდ რა იქნება. ამიტომ ეს იქნება ჩემი მეორე საქმე, რომელსაც ბევრ ადამიანთან კონტაქტი არ სჭირდება. უსაქმურობისგან რაღაცებს ვიგონებ.
როგორც მოცეკვავე ამბობს, ჯერ ისევ მუშაობს მისი სტუდია “თედასი”.
თეა: – ბავშვები პირბადებიით ცეკავენ და ეს არის ტანჯვა. თვითონ იკეთებენ. მე პირბადით ვერ ვცეკვავ, ჰაერის უკმარისობა მეწყება. ამიტომ ეს ნებაყოფლობითია.
სანამ ვცეკვავთ, ჯანმრთელები ვართ. როგორც კი გავჩერდებით, შეიძლება ყველა ავად გავხდეთ.
თან დაცული, თან სუნთქავ და თან ცხვირპირზე პამპერსიც არ ჩანს♥️🙏🏻♥️👏👏👏👏👏👍👍👍👍👍
Posted by Tea Darchia on ორშაბათი, 19 ოქტომბერი, 2020






















