
საქართველოს მთავრობა აშშ-ს დიდ ფარმაცევტულ კომპანიასთან, „გილიარდთან“ მოლაპარაკებას აწარმოებს იმისთვის, რომ პრეპარატი „რემდესივირი“ მიიღოს.
„რემდესივირი“ არის პრეპარატი, რომელსაც 2015 წელს ებოლას წინააღმდეგ იყენებდნენ და რომელიც დღეს COVID-19-თან საბრძოლველად გამოიყენება. ამის შეესახებ საინფორმაციო სააგენტო agenda წერს.
„რემდესივირი“, რომელიც „გილიარდის“ მიერაა შექმნილი, ახალ კორონავირუსთან საბრძოლველად სხვა ანტი-ვირუსულ პრეპარატებთან (მაგ: აივ- შიდსის) ერთად გამოიყენება.
საქართველოს მთავრობა „გილიარდთან“ მოლაპარაკებებს აწარმოებს და აცხადებს, რომ ისინი პრეპარატს აუცილებლად მიიღებენ. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყელიძემ განაცხადა.
„გილიარდი“ საქართველოს მთავრობას C ჰეპატიტის სამკურნალო პრეპარატებს 2015 წლიდან აწვდის.
გამყრელიძემ აგრეთვე აღნიშნა, რომ კომერციული მაღაზიების უმეტესობა, გარდა აფთიაქებისა და მარკეტებისა, უნდა დაიხუროს, რათა ახალი კორონავირუსის გავრცელება თავიდან იქნას არიდებული.
რა ზომებს იღებს მთავრობა სიტუაციასთან გასამკლავებლად ?
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ყველა სამინისტროს დღის ბოლომდე შესაბამისი სამომავლო გეგმის შედგენა დაავალა.






















