
„კურიერის“ ინფორმაციით, ახალი ვირუსით დღეს დადასტურებული სამი შემთხვევა ერთ ოჯახს უკავშირდება.
ირკვევა, რომ ცოლ-ქმარი შვილთან ერთად ბოჭორიშვილის კლინიკაში დღეს მიიყვანეს.
ოჯახი ამერიკიდან ჩამოვიდა, თუმცა როდის ჩამოვიდნენ და იყვნენ თუ არა თვითიზოლაციაში ეს ადამიანები, ჯერჯერობით უცნობია.
შეგახსენებთ, რომ სწორედ მათი დაავადების დადასტურების შემდეგ, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევა 43-მდე გაიზარდა.
აქვე დაგაინტერესებთ:

























