
საქართველოში დღეს კორონავირუსით 30 წლამდე გოგო გარდაიცვალა.
როგორც „პრაიმტაიმმა“ გაარკვია გოგონას ქრონიკული დაავადებები ჰქონდა და ასევე მას ჭარბი წონა აწუხებდა.
ამ დროისთვის ცნობილია, რომ გოგონა კლინიკაშია გარდაცვლილი, თუმცა კონკრეტულად რომელი – ამას არ ასახელებენ.
ჯერჯერობით უცნობია რომელ კლინიკაში გარდაიცვალა გოგონა.
დანარჩენ ინფორმაციას „პრაიმტაიმი“ აზუსტებს და უახლოეს წუთებში შემოგთავაზებთ.
შეგახსენებთ, რომ დღეს კორონავირუსით 14 ადამიანი გარდაიცვალა.























