
„მთავარი არხის“ დამფუძნებელი ნიკა გვარამია თავდამსხმელთან მიმოწერას აქვეყნებს, რომელსაც „პრაიმტაიმი“ უცვლელად გთავაზობთ.
„ერთერთმა ფბ ფრენდმა, რომელსაც არ ვიცნობ პირადად და არც როგორც ფბ ფრენდთან მქონია ოდესმე კომუნიკაცია, მომწერა, რომ ჩვენთან გასაუბრება სურდა ტერორისტს. მართალი გითხრათ, ისე დავიბენი, თვიდან ვერც გავიგე, რაზე იყო ლაპარაკი.
გავაკეთე საერთო ჩატი ნიუსის პროდიუსერთან, თეო გილიგაშვილთან, ვისაც გაყავს ახლა ეთერში ნიუსი. მერე მოხდა ის, რაც ნახეთ ეთერში.
ახლაც ისეთი დაბნეული ვარ, კარგად ვერ ვხვდები რა მოხდა. ქვემოთ ვაქვეყნებ ჩვენს მიმოწერას,“- წერს ნიკა გვარამია.
სპეცოპერაცია ზუგდიდში
ზუგდიდის ცენტრში, გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე „საქართველოს ბანკში“ შეიარაღებულმა პირმა მძევლები აიყვანა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის.
ვიდეო: ნიკა გვარამია მძარცველთან მიმოწერას ასაჯაროვებს
ვიდეო: ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი მძევლების დახოცვით იმუქრება
ვიდეო: მზად ვარ ჩავენაცვლო დარჩენილ სამ მძევალს – გიგი უგულავა
„ტერორისტები შეიჭრნენ“ – თვითმხილველი ზუგდიდის სპეცოპერაციიდან (ვიდეო)






















