18:51 | 2020-10-21 ავტორი: Prime Time

რა ითქვა შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

რა ითქვა შსს-ში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე ზუგდიდში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

შინაგან საქმეთა სამინისტროში საგანგებო ბრიფინგი გაიმართა. ბრიფინგზე შს მინისტრის მოადგილემ კახა საბანაძემ ყველა მედიასაშუალებას მოუწოდა, გათიშოს ლაივ-სიგნალი, რათა დაცული იყოს მძევლად აყვანილი მოქალაქეების უსაფრთხოება.

 

„ზუგდიდში უმძიმეს შემთხვევასთან გვაქვს საქმე. მძევლად არიან აყვანილი ჩვენი მოქალაქეები. შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო გამოძიება და მიმდინარეობს გადაუდებელი ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აკეთებს მაქსიმუმს, რათა მოხდეს მძევლების გათავისუფლება და საპოლიციო ღონისძიება დასრულდეს მშვიდობიანად.

რა იარაღით არის აღჭურვილი ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი - სამხედრო ექსპერტი მძარცველის არსენალსა და სამხედრო გამოცდილებაზე
2020-10-21რა იარაღით არის აღჭურვილი ბანკში შეჭრილი თავდამსხმელი - სამხედრო ექსპერტი მძარცველის არსენალსა და სამხედრო გამოცდილებაზე

 

სამწუხაროდ, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც რამდენიმე მედიასაშუალებამ პირდაპირ ეთერში ჩართო დამნაშავე, რაც პირდაპირ საფრთხეს უქმნის საპოლიციო დანაყოფების ეფექტიან მუშაობას.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ყველა მედიასაშუალებისა და მობილური ოპერატორისგან კატეგორიულად მოვითხოვთ – მძევლების და სამართალდამცველთა უსაფრთხოების დაცვის მიზნით, ასევე, საპოლიციო ღონისძიების ეფექტიანად წარმართვისთვის, დაუყოვნებლივ მოხდეს ადგილიდან ლაივ-სიგნალის გათიშვა/შეზღუდვა.

 

წინააღმდეგ შემთხვევაში, სახელმწიფო იტოვებს უფლებას გამოიყენოს კანონმდებლობით გათვალისწინებული, მის ხელთ არსებული ყველა ინსტრუმენტი, რათა ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის უსაფრთხოება იყოს დაცული.

 

კიდევ ერთხელ, ხაზგასმით გვინდა აღვნიშნოთ, რომ ეს კეთდება მოქალაქეთა და პოლიციელთა სიცოცხლის, ჯანმრთელობის და უსაფრთხოების დასაცავად.

 

ჩვენ მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ეს შემთხვევა დამთავრდეს მშვიდობით და დაცული იყოს თითოეული მოქალაქის, საზოგადოების წევრის და პოლიციელის უსაფრთხოება.

მძევლებს შორის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელიც არის - თავდამსხმელმა მოთხოვნები მისი მეშვეობით გააჟღერა
2020-10-21მძევლებს შორის „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელიც არის - თავდამსხმელმა მოთხოვნები მისი მეშვეობით გააჟღერა

 

მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე, 236-ე და 144-ე მუხლებით დაიწყო. შინაგან საქმეთა სამინისტრო საზოგადოებას ინფორმაციას ეტაპობრივად მიაწვდის“,-  განაცხადა კახა საბანაძემ.

 

შეგახსენებთ, არსებული ინფორმაციით, თავდამსხმელს ბანკში 19 ადამიანი ჰყავს მძევლად აყვანილი. ის მძევლების გათავისუფლების  სანაცვლოდ ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვს.

ავტორი: Prime Time

X