
ქუთაისში, კონსტანტინე გამსახურდიას ქუჩის მე-16 შესახვევში, გზის სრული რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგების პროცესი ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა დავით ერემეიშვილმა, მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, ბექა ყურაშვილთან ერთად დაათვალიერა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული ფირმა „დაგი +“ აწარმოებს. აღნიშნული გზის მონაკვეთისთვის 145 ათასი ლარი იხარჯება. ეს კომპანია გამსახურდიას ქუჩის პირველი შესახვევის და ნინოშვილის ქუჩის პირველი ჩიხის რეაბილიტაციასაც აწარმოებს. ჯამში ამ სამუშაოებისთვის 340 ათასი ლარია გამოყოფილი.
R






















