17:06 | 2020-10-22 ავტორი: Prime Time

„ბანკის ძარცვა საპატრიარქოს არ ბრალდება?“ – ანდრია ჯაღმაიძე ზუგდიდის მოვლენებზე

„ბანკის ძარცვა საპატრიარქოს არ ბრალდება?“ – ანდრია ჯაღმაიძე ზუგდიდის მოვლენებზე

საპატრიარქოს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, მამა ანდრია ჯაღმაიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს ზუგდიდში, საქართველოს ბანკში“ მომხდარ თავდასხმასთან დაკავშირებით. ჯაღმაიძე კითხულობს ბრალდება თუ არა ძარცვა საპატრიარქოს.

 

ბანკის ძარცვა საპატრიარქოს არ ბრალდება? – წერს ანდრია ჯაღმაიძე

ჟურნალისტი არჩილ გამზარდია კი ჯაღმაიძეს პასუხობს:

საპატრიარქოსგან ძარცვა ახალი ამბავი არაა და იშვიათი და ეს მძარცველი ახალია“- წერს გამზარდია.

 

პოსტზე დააკომენტარა თამაზ ახობაძემაც:

„ნახევარი მილიონი რა არის. არ გიღირთ“ – ახობაძე

 

ზუგდიდში, საქართველოს ბანკის ერთ-ერთ შენობაში გუშინ, 21 ოქტომბერს დაწყებული სპეცოპერაცია 22 ოქტომბერს, გამთენიისას დასრულდა.

 

21 ოქტომბერი, 14:21 – შინაგან საქმეთა სამინისტროში შევიდა ზარი, რომ ქალაქ ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას გამზირზე მდებარე „საქართველოს ბანკის“ ცენტრალურ ფილიალში შეიარაღებული პირი შეიჭრა.

 

მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპეცოპერაცია მძევლების გასათავისუფლებლად. მძარცველი თანხას ნახევარ მილიონ დოლარს და ვერტმფრენს ითხოვდა.

 

მოგვიანებით, მძარცველს პოლიციელმა მოთხოვნისამებრ, ფული მიუტანეს, გათავისუფლდა მძევლების ნაწილი და დარჩა სამი. გაირკვა რომ მძევლების გათავისუფლების სანაცვლოდ, თავდამსხმელს ჩაბარდა სამხარეოს უფროსი ავთანდილ გალდავა.

 

04:13 საათზე გავრცელდა ინფორმაცია, “საქართველოს ბანკზე“ თავდამსხმელმა სამი მძევალი ჩხოროწყუს რაიონის სოფელ კირცხის ტყეში გაათავისუფლა, რის შემდეგაც მიიმალა.

ავტორი: Prime Time

X