
„დღეს მე 6 დღეა ,სტაბილურად ვარ განსაკუთრებით არაფერს ვუჩივი. ერთადერთი ხმას ებრძვის. მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი” ადგილი.“ – ამის შესახებ მომღერალმა სოფო გელოვანმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში დაწერა.
მომღერალი იმედოვნებს, რომ დაკარგული ხმა მალე დაუბრუნდება.
„დღეს მე 6 დღეა ,სტაბილურად ვარ განსაკუთრებით არაფერს ვუჩივი. ერთადერთი ხმას ებრძვის. მოძებნა ჩემი ყველაზე „სუსტი“ ადგილი. იმედი მაქვს ბოლოს დამიბრუნებს და ისე წავა… მამხნევებთ, თან როგორ მაძლიერებს თითოეული თქვენი სიტყვა და მადლობელი ვარ ამისათვის.“ – წერს სოფო გელოვანი.
შეგახსენებთ, სოფო გელოვანს კორონავირუსი რამდენიმე დღის წინ დაუდგინდა. მომღერალს ვირუსის სიმპტომები დაბალი სიცხით დაეწყო.























