20:57 | 2020-10-25 ავტორი: თამარ ბუჩუკური

ორი პანდემია: ზუსტად ერთნაირი აკრძალვები და მოწოდებები – ესპანური გრიპი და Covid-19

ორი პანდემია: ზუსტად ერთნაირი აკრძალვები და მოწოდებები – ესპანური გრიპი და Covid-19

სასწავლო დაწესებულებების დახურვა, პირბადის ტარება, დახურულ სივრცეებში დიდი ღონისძიებების აკრძალვა და ღია სივრცეში თავშეყრის შესაძლებლობა, ურჩი მოქალაქეებისთვის ფულადი ჯარიმა, კამპანია „ატარე პირბადე” ​ პანდემიებთან ბრძოლის წინააღმდეგ გასული საუკუნიდან იღებს სათავეს.

 

 

პირველი მსოფლიო ომის შემდეგ, იმ დროს აქტუალური გახდა ტერმინი Slacker (სლექერი-ადამიანი, ვინც დაკისრებულ მოვალეობას არ ასრულებს და არ გააჩნია ქცევის ეთიკა). „წითელი ჯვრის” წარმომადგენლებმა ადამიანებს ვინც პირბადეს არ იკეთებდა სწორედ სლექერი შეარქვეს და ამ გზით, ურჩი მოქალაქეების დამორჩილებას ცდილობდნენ, ამ შეურაცხმყოფელი სახელით იმ დროინდელ პრესაში იბეჭდებოდა უპასუხისმგებლო მოქალაქეების სახელები და გვარები.

 

რა ხდებოდა ერთი საუკუნის წინ, მსოფლიოში, როცა ესპანური გრიპის ვირუსი გავრცელდა, როგორ აიძულებდნენ ამერიკაში ადამიანებს პირბადე ეტარებინათ და რა აკრძალვებით შეძლეს პანდემიის შესუსტება? – ამ კითხვებს უცხოურ მედიაში განთავსებული პანდემიური ისტორია პასუხობს, რომელსაც „პრაიმტაიმი” გთავაზობთ:

 

1918 წელს, როცა მსოფლიოში ესპანური გრიპის ვირუსი მძვინვარებდა, პირბადის ტარების კულტურა აითვისა მსოფლიო მოსახლეობის ყველა ფენამ. კამპანია „ატარე პირბადე” ამერიკიდან გავრცელდა და მოკლე დროში სხვადასხვა ქვეყნებიც მოიცვა. პირბადის გარეშე გადაადგილება დასჯადი იყო – ფულადი ჯარიმა 5 დოლარს შეადგენდა.

 

მრავალი მეთოდი, რომლებიც ამერიკელებმა 1918 წელს გამოიყენეს გრიპის გავრცელების თავიდან ასაცილებლად მსგავსია იმისა, რასაც ახლა, COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად, ახალი პანდემიის დროს მივმართავთ. მაშინაც, დახურეს სკოლები, ატარებდნენ პირბადეებს, არ ტარდებოდა დიდი ღონისძიებები და შეძლებისდაგვარად, თავს გარე სივრცეში იყრიდნენ. ამის შესახებ მასობრივად ვრცელდებოდა ინფორმაციები.

 

 

 

ფილადელფიაში, ტრამვაის ნიშნებთან განათავსეს გაფრთხილებები შემდეგი ლოზუნგით: „ცემინება და ნერწყვი ავრცელებს სიკვდილს“.

 

 

ნიუ-იორკში, ოფიციალურმა პირებმა გამოსცეს განკარგულება, რომლის მეშვეობით მოსახლეობას ხველაან ცემინება სავალდებულო იყო მხოლოდ ცხვირსახოცებში. ქალაქის ჯანდაცვის დეპარტამენტი, მთელი ქვეყნის მასშტაბით გზავნიდა ტელეგრამის მეშვეობით შეტყობინებას, რომ არავისთვის ეკოცნათცხვირსახოცის გამოყენების გარეშე”.

 

 

დასავლეთის შტატებში ზოგიერთმა ქალაქმა მიიღო პირბადის ტარებასთან დაკავშირებით, დადგენილება – ოფიციალური პირები მოსახლეობას არწმუნებდნენ, რომ ეს პატრიოტული მოვალეობა და პასუხისმგებლობა იყო.

 

1918 წლის ოქტომბერში San Francisco Chronicle-ი სპეციალურ განცხადებებში „წითელი ჯვრის” მოწოდების შესახებ იუწყებოდა, რომ „კაცი, ქალი ან ბავშვი, რომელიც ახლა პირბადეს არ ატარებს, არის სახიფათო სლეკერი.” (ტერმინი სლეკერი გაჩნდა პირველი მსოფლიო ომის დროს და აღნიშნავდა იმ პირს, რომელიც ომში მონაწილეობის პასუხისმგებლობას გაურბოდა).

 

 

კალიფორნიაში იყო მუქარის შემცველი გაფრთხილებაც: „ატარე ნიღაბი ან წადი ციხეში”.

 

 

 

„ატარე ნიღაბი და გადაარჩინე შენი სიცოცხლე!” – PSA in the Chronicle-ში ეს მოწოდება გაისმა 22 ოქტომბერს, სან-ფრანცისკოს მიერ 1 ნოემბრისთვის ნიღბების განკარგულების ძალაში შესვლამდე ერთი კვირით ადრე. მას ხელი მოაწერეს მერმა, ქალაქის ჯანდაცვის საბჭომ, ამერიკის „წითელი ჯვრისა” და კიდევ რამდენიმე დეპარტამენტისა და ორგანიზაციების წარმომადგენლებმა. ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი – „ატარე ნიღაბი და გადაარჩინე შენი სიცოცხლე!” უმეტესწილად, ამ რადიოს სან-ფრანცისკანელები უსმენდნენ.

 

 

„წითელი ჯვრის შტაბმა” სან-ფრანცისკოში 22 ოქტომბერს, 11:00 საათზე 5 000 პირბადის დარიგება დაიწყო. შუადღისთვის არცერთი პირბადე აღარ იყო ხელმისაწვდომი. მეორე დღეს, შუადღისას „წითელი ჯვრის შტაბმა 40,000 პირბადე კვლავ დაარიგა. 26 ოქტომბერს კი 100 000 სამედიცინო ნიღაბი იყო გადანაწილებული ქალაქში… გარდა ამისა, სან ფრანცისკოელებმა სახლის პირობებში დაიწყეს თავიანთი ოჯახებისთვის პირბადეების კერვა” – წერს აწგარდაცვლილი ისტორიკოსი ალფრედ კროსბიანდემიასთან დაკავშირებით.

 

გაზეთებში მასობრივად იბეჭდებოდა ინსტრუქციები, თუ როგორ უნდა შეეკერათ პირბადეები სახლის პირობებში. ხოლო მათ, ვინც სამედიცინო ნიღბის ტარებას თავს არიდებდა, აპატიმრებდნენ, აჯარიმებდნენ და მათ გვარებს აქვეყნებდნენ.

Crosby წერდა, რომ სან-ფრანცისკოში გრიპის შემთხვევები ნოემბრის დასაწყისში შემცირდა. 1919 წლის იანვარში გრიპის გავრცელების პიკმა განაპირობა ქალაქში ხელმეორედ ნიღბის ტარების ბრძანების გამოცემა.

 

 

 

ფოტოსურათები: ინოვაციური გზები, რომლითაც ადამიანები ცდილობდნენ თავი დაეცვათ გრიპისგან

 

მოწოდება „დატოვეთ თქვენს საძინებლებში ღია ფანჯრები. დაიცავით თავი გრიპის, პნევმონიისა და ტუბერკულოზისგან”.

 

 

 

გრიპისგან თავის დასაცავად განთავსებული გამაფრთხილებელი შეტყობინება, რომელიც განთავსებულია საზოგადოებრივი ტრანსპორტის მანქანის შიგნით, 1918 – 1920 წწ.

 

 

ქვეყნის მასშტაბით გამოცემულმა გაზეთებმა გამოაქვეყნეს ანიმაციური ფოტო, წარწერით: „ხველა და ცემინება ავრცელებს დაავადებებს: საშიში, როგორც ტოქსიური გაზის ჭურვები”.

 

 

 

არაერთ გაზეთში დაიბეჭდა პირბადით ქალის ფოტო, რომელსაც შემდეგ მოწოდებას აჟღერებდა:

„არავის ამოსუნთქული ჰაერი არ ისუნთქოთ”.

 

 

 

 

კარიკატურისტმა კლიფორდ ტ. ბერიმანმა შექმნა სურათი – პატარა ბიჭის და უფროსი კაცის ილუსტრაცია, რომელსაც აწერია: „გამოიყენე ცხვირსახოცი, გააკეთე ცოტაოდენი და ამით დამიცავი მე.”

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X