
ხობის მუნიციპალიტეტში მოხალისეთა ჯგუფი შეიქმნა, რომლებიც სოფლებში და ქალაქში ხანდაზმულებს საკვებ პროდუქტებს დაურიგებენ.
ხობელმა მეწარმე სერგო ბერაია, რომელსაც სოფელ ჭალადიდში სიმინდის გადამამუშავებელი ქარხანა აქვს, მოხალისეთა ჯგუფს გაუგზავნა 200 კგილოგრამი სიმინდის ფქვილი, 100 კგილოგრამი ღერღილი.
„აქცია დაიგეგმა სპონტანურად. მზად ვარ ჩემი წვლილი შევიტანო ამ საერთო საქმეში. ერთად დავამარცხოთ კორონავირუსი“, – ამბობს მეწარმე.
მოხალისეთა ჯგუფის შექმნის ინიციატივა 19 მარტს დაიგეგმა და მას ხობელი ბიზნესმენები უერთდებიან.
ავტორი: თეა შონია






















