15:19 | 2020-03-20 ავტორი: ნინი ტაველიძე

საჭიროების შემთხვევაში მერია დროებით თავშესაფრებსაც მოაწყობს

საჭიროების შემთხვევაში მერია დროებით თავშესაფრებსაც  მოაწყობს

თუ იქნება აუცილებლობა და გახდება საჭირო დამატებითი, დროებითი თავშესაფრები შეიქმნას, ჩვენ ამას გავაკეთებთ,- ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

 

„ჩვენ გვაქვს ლილოს თავშესაფარი, რომელიც ნახევრად ცარიელია. რა თქმა უნდა, ასეთ ადამიანებს ექნებათ შესაძლებლობა განვათავსოთ ლილოს თავშესაფარში. სანამ მათი შესახლება მოხდება, განხორციელდება სრული შემოწმება, რომ ყველანაირად დაზღვეულები ვიყოთ.

 

თუ იქნება აუცილებლობა და გახდება საჭირო დამატებითი, დროებითი თავშესაფრები შეიქმნას, ჩვენ ამას გავაკეთებთ. თუმცა, დღეის მდგომარეობით, ლილოს თავშესაფარი ცარიელია“, – განაცხადა კალაძემ.

 

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს.

 

შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, სამარშრუტო ტაქსების მოძრაობა აიკრძალა.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, საქართველოში სასურსათო მაღაზიების და აფთიაქების გარდა ყველა სავაჭრო ობიექტი იხურება

 

ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება

 

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება

 

ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

შეზღუდვები შეეხო კაფე-ბარებსა და რესტორნებს.

 

 

ავტორი: ნინი ტაველიძე

X