09:42 | 2020-10-30 ავტორი: Prime Time

5 დაღუპული და 11 დაშავებული – გორის მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

5 დაღუპული და 11 დაშავებული – გორის მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შესახებ შსს განცხადებას ავრცელებს

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევაზე შინაგან საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს:

 

„2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

 

პირველადი ინფორმაციით, აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო.

 

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს“, – ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ავტორი: Prime Time

X