13:22 | 2020-10-30 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ვინ არის „ტრაილერის“ მძღოლი, რომელმაც გორთან 6 ადამიანი იმსხვერპლა

ვინ არის „ტრაილერის“ მძღოლი, რომელმაც გორთან 6 ადამიანი იმსხვერპლა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 1958 წელს დაბადებული მ.ს. დააკავა.

 

ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობა, რომლებიც გორში შემზარავ ავარიას ემსხვერპლნენ
2020-10-30ცნობილია გარდაცვლილთა ვინაობა, რომლებიც გორში შემზარავ ავარიას ემსხვერპლნენ

 

უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 30 ოქტომბერს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 77-ე კილომეტრზე, დასავლეთის მიმართულებით, თურქული სანომრე ნიშნებით მოძრავი სატვირთო ავტომანქანა „დაფი“ სამგზავრო მიკროავტობუსს შეეჯახა.

 

„აღნიშნული საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად, ადგილზე გარდაიცვალა მიკროავტობუსის 5 მგზავრი, ხოლო 11 ადამიანმა სხვადასხვა ხარისხის სხეულის დაზიანება მიიღო. მოგვიანებით კი სამედიცინო დაწესებულებაში მეექვსე მგზავრი დაიღუპა.

 

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-8 ნაწილით მიმდინარეობს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

იხილეთ დაკავების კადრები 

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X