
პოპულარულმა სატელევიზიუ შოუმ „Grey’s anatomy“-მ სერიალისთვის შეძენილი და სამედიცინო ნიღბები, ხელთათმანები და მოსასხმამები აშშ-ს საავადმყოფოებს გადასცა.
ამჟამად პანდემიის გამო აშშ-ში სამედიცინო აღჭურვილობის დეფიციტია. ამის შესახებ abcnews წერს.
ამ ინიციატივას შეურთდა კიდევ ორი ცნობილი ამერიკული სერიალი Station 19 და The Resident.
უზომო მადლიერებას გამოვხატავთ სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომელიც ამ რთულ დროს მუშაობს და ამ საჭირო ნივთების გადაცემასთან ერთად ვცდილობთ, სახლში თვითიზოლაციაში დავრჩეთ და ამ გზითაც დავეხმაროთ მათ, – განაცხადა ზემოთ ხსენებული სერიალების პროდიუსერმა, კრისტა ვერნოფმა.
ექიმი კარენ ლოუ, რომელიც ატლანტაში მდებარე იმ კლინიკაში მუშაობს, რომელსაც სამედიცინო აღჭურვილობა უსასყიდლოდ გადასცეს, თავისი მადლიერება ინსტაგრამზე გამოქვეყნებული საჯარო პოსტით გამოხატა:
საზოგადოების მხრიდან მსგავსი მხარდაჭერა მათთვის, ვინც ყველა ჩვენგანის უსაფრთხოებაზე ზრუნავს, ძალიან ბევრს ნიშნავს.






















