
კორონავირუსით გარდაცვლილი 15 წლის მოზარდის შესახებ ჯანდაცვის მინისტრი, ეკატერინე ტიკარაძე მწუხარებას გამოთქვამს. ამის შესახებ მინისტრმა ერთ-ერთ სატელევიზიო ეთერში განაცხადა.
„სამწუხაროდ, ვერ გადავარჩინეთ 15 წლის მოზარდის სიცოცხლე. პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში იმყოფებოდა ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, მას გარკვეული გართულებები აღენიშნებოდა.
პაციენტს ერთი კვირის წინ ჰქონდა გულის გაჩერება და მაშინ ექიმებმა შეძლეს მისი გადარჩენა, თუმცა მდგომარეობა იყო საკმაოდ რთული“, – აღნიშნა ეკატერინე ტიკარაძემ.
ცნობისთვის, დღეს კორონავირუსით 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა, რომელიც ორ კვირაზე მეტია მართვით სუნთქვაზე იყო.























