18:04 | 2020-03-20 ავტორი: Prime Time

აბასთუმნის საკარანტინე სივრცეში 25 ახალი პაციენტი გადაიყვენეს

აბასთუმნის საკარანტინე სივრცეში 25 ახალი პაციენტი გადაიყვენეს

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მოწყობილ საკარანტინე ზონაში, 25 ახალი პაციენტი დაკვირვებისთვის შეიყვანეს. ისინი ძირითადად, თბილისიდან გადმოიყვანეს.

 

20 მარტის მდგომარეობით, აბასთუმნის კარანტინში 42 კაცია განთავსებული, მათგან 40 საქართველოს მოქალაქეა, ერთი სომხეთის და ერთი აზერბაიჯანის.

 

აბასთუმნის ფილტვის ცენტრში მყოფი პირებიდან, სამმა თვითიზოლაციის წესები დაარღვია და კარანტინში იძულებით გადაიყვანეს.

 

20 მარტის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსი დაუდასტურდა 43 ადამიანს.

 

დადასტურებულ შემთხვევებს შორის ერთი, N1 ინფიცირებული უკვე გამოჯანმრთელდა და ის საავადმყოფოდან 14-დღიანი თვითიზოლაციის რეკომენდაციით გაწერეს.

 

ამ ეტაპზე იძულებით კარანტინშია გადაყვანილი 141 ადამიანი.

 

კარანტინის რეჟიმში რჩება 1925 ადამიანი.

 

მიღებულია გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც ქვეყანაში შემოვა, საკარანტინო ზონაში მოთავსდება

 

რაც შეეხება მოქმედ შეზღუდვებს, ყველა მეზობელ ქვეყანასთან მოქალაქეთა მიმოსვლა შეზღუდულია, ასევე, 2 კვირით საზღვარი დაკეტილია უცხო ქვეყნების მოქალაქისთვის.

 

პრემიერ-მინისტრმა სახელმწიფო და კერძო დაწესებულებისთვის დისტანციურ რეჟიმში მუშაობის რეკომენდაცია გასცა.

 

აკრძალულია სამარშრუტო ტაქსების გადაადგილება და სრულად შეზღუდულია სპორტ დარბაზებისა და სპა ცენტრების ფუნქციონირება.

 

ასევე, 70 წელს ზევით მოქალაქეებს თვითიზოლაციაში დარჩენა ურჩიეს.

 

მთავრობის გადაწყვეტილებით, შსს აკონტროლებს უცხოეთიდან ჩამოსულ, იზოლაციაში მყოფ ყველა პირს.

 

კორონავირუსის დასადგენი სწრაფი ტესტები საქართველოში მომავალ კვირაში იქნება

 

ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს, დაიცვან წესები და დამაზიანებელი ეფექტი მინიმალური გვექნება

 

კარანტინის წესის დამრღვევი ფიზიკური პირები 3 000 ლარით, იურიდიული პირები კი 15 000 ლარით დაჯარიმდებიან.

 

ასევე საინტერესოაკორონავირუსი საქართველოში – ვინ არიან დაინფიცირებულები

 

ავტორი: რუსკა გვარამაძე

ავტორი: Prime Time

X