21:39 | 2020-10-31 ავტორი: თამარ ბუჩუკური

Exclusive: მეთიუ ბრაიზა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს აფასებს

Exclusive: მეთიუ ბრაიზა საქართველოში საპარლამენტო არჩევნებს აფასებს

“პრაიმტაიმი” ამერიკელ დიპლომატს, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილ მაღალჩინოსანს, “ატლანტიკური საბჭოს” უფროს მკვლევარს მეთიუ ბრაიზას დღევანდელ საპარლამენტო არჩევნებზე ესაუბრა.

 

„ჯერ კიდევ ერთი წლის წინ, ნაციონალური მოძრაობის, ევროპული საქართველოს, ქართული ოცნების, ჟურნალისტებისა, თუ სხვების მიერ დასმულ კითხვაზე – საზოგადოებაში სამართლიანობის დასანერგად საკმარისია თუ არა ის რეფორმები რაც ტარდება, ვპასუხობდი, რომ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები იქნებოდა ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი.

 

დადგა საპარლამენტო არჩევნები და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ქართული დემოკრატიისთვის. ჩვენ, ყველა ერთად, ან პირველად ვნახავთ მესამე ვადით დარჩენილ მთავრობას, ან ვიხილავთ კოალიციურ მმართველობას. ნებისმიერ შემთხვევაში, ეს (კოალიციური მთავრობა) საუკეთესო გამოსავალია.

 

ბედნიერი ვარ, რომ მარტის თვეში ოპოზიციურმა ლიდერებმა შეძლეს გაერთიანება და ელექტორატის რეფორმის შესახებ კანონის მიღება (პროპორციული საარჩევნო სისტემა).

 

ვფიქრობ, რომ ეს რეფორმები ძალზე საინტერესო ვითარებას შექმნის – 1 პროცენტიანი ბარიერით, სხვადასხვა პარტიები მრავალფეროვან პარლამენტს განაპირობებენ, თუ კოალიციური მთავრობა იქნება და პატარა პარტიებსაც შეიერთებენ.

 

თუმცა, მთავარი ისაა, რომ მთავრობა ისე იფუნქციონირებს, შეძლებს რეფორმების განხორციელებას. საქართველო წინ წავა, ითანამშრომლებს აშშ-თან და ყველა მეგობარ სახელმწიფოსთან, რათა გზა ნატოსკენ გაიკვალოს, რაც დიდი ხნის წინ უნდა მომხდარიყო“, – ამბობს მეთიუ ბრაიზა.

 

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X