23:29 | 2020-11-02 ავტორი: რუსა ღვანიძე

„მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი“ – 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღეა

„მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი“ – 2 ნოემბერს ღირსი მამა გაბრიელის ხსენების დღეა

„ბოლო ჟამს, ადამიანებს სიმდაბლე, სიკეთე და სიყვარული გადაარჩენს. სიკეთე, სამოთხის კარს გაგიღებს, სიმდაბლე შიგ შეგიყვანს და სიყვარული – ღმერთს განახებს“ – მამა გაბრიელი.

 

2 ნოემბერს საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია, წმ. ღირსი მამა გაბრიელ აღმსარებლისა და სალოსის ხსენების დღეს აღნიშნავს.

 

მამა გაბრიელი, მოყვასის განკითხვას სასტიკად კრძალავდა და ასე მოძღვრავდა:

 

„დაღაცათუ იხილო კაცის მკვლელი, გინა მეძავი, გინა ლოთი მიწაზე ეგდოს, ნურავის განიკითხავ დაბადებულსა ღვთისასა, რამეთუ, მათი სადავეები ღმერთს მიშვებული აქვს, შენი სადავეები ხელში უჭირავს, რომ მიგიშვას უარეს დღეში ჩავარდები და დაიღუპები, როგორც ძაფმა უნდა გაიაროს ნემსის ყუნწში, ისე უნდა გაიარო იმ ცოდვაში რაშიც განიკითხავ სხვას“ – მამა გაბრიელი.

 

 

Нет описания.
საოცარი სისპეტაკით ასრულებდა ბერი გაბრიელი, სალოსის მსოფლმხედველობით ქრისტიანული მოძღვრების ყველა მოთხოვნას, რომელსაც უფლისა და მოყვასის სიყვარული მიუძღოდა კელაპტრად, სიყვარული, რისი უპირატესობაც, შესანიშნავად არის გადმოცემული პავლე მოციქულის წერილში:

 

„წინასწარმეტყველებაც რომ მქონდეს, ყოველი საიდუმლო და მთელი ცოდნაც რომ ვუწყოდე, სრული რწმენაც რომ მქონდეს, ისეთი, მთების გადაადგილება რომ შემეძლოს, ხოლო სიყვარული არ გამაჩნდეს, არარაობა ვიქნებოდი“.

 

Нет описания.

 

 

ასეთი მრწამსით განვლო ბერმა ღვთისაგან ბოძებული სიცოცხლე, რომლის ბოლო დღე გახლდათ 1995 წლის 2 ნოემბერი, დღით ოთხშაბათი. დილიდანვე მის სენაკში შეიკრიბნენ ახლობლები, ოჯახის წევრები, სამთავროს დედათა მონასტრის დედები და დები.

 

 

მამა საბამ (კუჭავა), მონასტრის სულიერმა მოძღვარმა, რომელიც ბოლო ოთხი წლის მანძილზე აზიარებდა მამა გაბრიელს, რამდენიმე პარაკლისი გადაუხადა.

 

 

ამ დღეს შემდეგნაირად იგონებს შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი და სამთავროს დედათა მონასტრის სულიერი მოძღვარი, არქიმანდრიტი მიქაელი (გაბრიჭიძე):

 

 

„საპატრიარქოში ვიყავით, როცა გავიგეთ მამა გაბრიელის ამბავი. კათოლიკოს-პატრიარქმა მაშინვე აკურთხა ცხუმ-აფხაზეთის მთავარეპისკოპოსი, დღეს უკვე მიტროპოლიტი დანიელი, წაეკითხა მისთვის ლოცვები. იმწამსვე გავემგზავრეთ სამთავროში. გზაში მანქანა გაგვიფუჭდა და მხოლოდ ხუთი წუთი შევფერხდით, ძალიან შევწუხდით, მეუფეს ვკითხე:

 

 

ნუთუ ცოცხალს ვერ მივუსწრებთ-მეთქი. მან ასეთი პასუხი გამცა: ბერი იმხელა ღვთისმსახური იყო, ღმერთი ისე არ გაიყვანს თუ მღვდელმთავარი არ მივაო. მართლაც ცოცხალს მივუსწარით. მეუფემ ლოცვების კითხვა დაამთავრა თუ არა, მამა გაბრიელმა მაშინვე განუტევა სული“.

 

 

მეუფე დანიელმა და მისმა მკურნალმა ექიმმა – ზურაბ ვარაზაშვილმა – შემოსეს იგი იმ ქვეყნისათვის და მისი ცხედარი კოშკიდან გადაასვენეს სამთავროს ფერისცვალების ტაძარში.

 

გაბრიელ სალოსის გულის კუნთოვანი ნაწილი უხრწნელი იყო - „პრაიმტაიმმა“ წმინდა ნაწილი გადაიღო
2020-07-07გაბრიელ სალოსის გულის კუნთოვანი ნაწილი უხრწნელი იყო - „პრაიმტაიმმა“ წმინდა ნაწილი გადაიღო

 

მონაზვნებმა ერთხმად აღიარეს: თუ გადაიტანდნენ მამა გაბრიელის გარდაცვალებას ვერ წარმოედგინათ, იმდენად უყვარდათ, მაგრამ სწორედ იმ დღეს მოხდა სასწაული, ისეთი საზეიმო განწყობა დაეუფლათ, გასაოცარი. ყველამ იგრძნო მამა გაბრიელის მეოხება.

 

 

მეორე დღეს მობრძანდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, რომელმაც გადაუხადა პანაშვიდი.

 

დადგა მისი დაკრძალვის დღე. ანდერძისაებრ, იგი ჭილოფში გაახვიეს, საფლავში სათუთად ჩაასვენეს, მაგრამ მიწის მიყრა ვერავინ შეძლო. ბოლოს ასეთი რამ მოისაზრეს; გაცრილი მიწა სააფლავის კიდეებს ნელ-ნელა მიაყარეს და როცა მიწა მის ცხედარს ასცილდა, თვითონვე დაიწყო გადაფარება ნაზად და სათუთად, ისეთივე სიყვარულით ჩაიკრა გულში იმავ მიწის ერთგული შვილი, რა სიყვარულითაც უყვარდა მამა გაბრიელს თავის სამშობლოს მიწა-წყალი.

 

Нет описания.

 

ასე ლამაზად და სათნოდ მიეახლა არქიმადრიტი გაბრიელის სული ღმერთს და ხორცი მიწას. გავიდა ამ სოფლიდან ქრიტესა და მოყვასის უბადლო სიყვარულით აღვსილი სალოსი, მამხილებელი ხშირად და არასდროს განმკითხავი, მრავალნატანჯი და გულნატკენი ღვთისმსახური.

 

 

ღმერთმა მას დიდი ერთგულებისა და უკიდეგანო რწმენისათვის გარდაცვალების შემდეგაც დაუტოვა კურნების ძალა. ამიტომაა რომ დაუსრულებლად მოედინება მავანი და მავანი სამთავროს მონასტერში და მისი კანდელის ზეთის კურნებით კმაყოფილი, მიჰყვებათ მადლი იმ მიწისა, სადაც თოთხმეტი წლის წმიდა ნინომ დაისადგურა. ეს მაყვლოვანი გახლავთ, მამა გაბრიელის უსაყვარლესი ადგილი. ნატერფალი ქრისტიანობის მადლის მომფენისა.

 

მრავალნი მოედინებიან უცხო ქვეყნებიდანაც და ასეც ხდება, რომ მის მიმართ მადლიერებას და პატივისცემას, ჩვენდა გასაკვირად, ქართულ ენაზე შესრულებული საეკლესიო საგალობლებით გამოხატავენ.

 

 

უკვე 25 წელი გავიდა, რაც მამა გაბრიელის სისხლი უხრწნელია:

 

 

მამა გაბრიელს ვენიდან სისხლი, საქართველოს საპატრიარქოს სოციალური დაცვის უზრუნველოყოფის დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ექიმმა ზურაბ ვარაზაშვილმა აუღო. სინჯარა, რომელშიც სისხლი მოათავსეს, განსაკუთრებული სტერილობის, ან დაბალი ტემპერატურის პირობებში, არ ინახებოდა.

Нет описания.

წლების განმავლობაში, ჩვეულებრივ ტემპერატურაზე სისხლი არც შედედდა, არც გაიხრწნა, არც ჰემოლიზი განიცადა.

სისხლის ანალიზი, რომელიც გაკეთდა სხვადასხვა ლაბორატორიაში, ადასტურებს ზემოთ აღნიშნულს.

დეკანოზი რევაზ სიხარულიძე, რომელიც ამოსვენებას თვალს ადევნებდა, იხსენებს, რომ დედა ალისიას ინფორმაციით, მამა გაბრიელის სხეულის ნაწილი უხრწნელია:

 

კერძოდ, კუნთოვანი ქსოვილები შენარჩუნებულია – მუხლებამდე დავინახე მისი უხრწნელი სხეული, ხორცი ჩვეულებრივი იყო, ფერი კი მუქი ყავისფერი ჰქონდაო.

 

 

Нет описания.

 

 

რამდენიმე ხნის წინ, „პრაიმტაიმი“ სამთავროს დედათა მონასტერს ეწვია, სადაც მამა გაბრიელ აღმსარებელ სალოსის გულის წმ ნაწილის გადაღება, სამთავროს წინამძღვრის კურთხევით შეძლო.

 

2020 წლის 15 იანვარს, პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მამა გაბრიელის გული, მის წმიდა ნაწილებთან ერთად ჩააბრძანეს. აქამდე, მამა გაბრიელის გული, სამთავროს დედათა მონასტერში ინახებოდა.

 

Нет описания.

 

შეგახსენებთ, რომ როდესაც წმიდა მამის სხეულის ამოსვენება მოხდა, მისი დამუშავება განხორციელდა კანონიკურად, გაირეცხა, დამუშავდა კეთილსურნელებით და შეახვიეს შესაბამისად.

 

 

გული, ერთადერთი კუნთოვანი ნაწილი, რომელიც მთლიანად უხრწნელი იყო, პატრიარქის კურთხევით. მონასტერში ინახებოდა.

 

 

მამა გაბრიელი, სიცოცხლის ბოლო წლებში, მცხეთის დედათა მონასტრის ტერიტორიაზე არსებულ, მეფე მირიან III-ის კოშკში. 1995 წელს ბერი წყალმანკით მძიმედ დაავადდა.

 

 

გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე, საქართველოს პატრიარქმა ილია II-მ, გაბრიელ ბერი არქიმანდრიტის ხარისხში აიყვანა.

 

 

”სანამ ერი მუზეუმიდან ანჩისხატს არ დაიბრუნებს, აწყურის ღმრთისმშობლის ხატი არ გამოჩნდება და ივერიის ღმრთისმშობლის ხატი არ ჩამობრძანდება, როგორღა გაბრწყინდება საქართველო?” – მამა გაბრიელი.

 

Нет описания.

 

 

წმ. გაბრიელ ბერის ლოცვა:

 

ღმერთო, გევედრები შენ, ზეციდან მოგვისმინე, პირი ჩვენსკენ იბრუნე, წყალობა მოგვივლინე, შენ გაგვიშვი მშვიდობით, რომ ვიაროთ შენი გზით, შენს მცნებებს ვასრულებდეთ და ბოროტს გავურბოდეთ. მასწავლენ უფალო შენს წინაშე ლოცვა და შენი წმიდა სჯულის დაცვა, რომ შენდამი გული გაგვიერთგულდეს და შენი წმიდა სჯულით ვიაროთ. ამინ!

 

 

 

ავტორი: რუსა ღვანიძე

X