
ბათუმში კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ამის შესახებ აჭარის ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს. შესაბამისად, ბათუმში ეს უკვე მეორე დადასტურებული შემთხვევაა.
„გვაქვს 2 დადასტურებული შემთხვევა. ორივეს მდგომარეობა არის მსუბუქი მიმდინარეობის. ინფექციისთვის დამახასიათებელი მინიმალური ნიშნებით არიან.
„პირველი ინფიცირებული ევროპაში მოგზაურობდა, მეორეც, დღეს დადასტურებულ, ინფიცირებულ ადამიანსაც ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს – კონკრეტულად საფრანგეთში მოგზაურობდა, რომელიც პირდაპირ საბაჟოდან გადაიყვანეს საკარანტინო ზონაში პირველივე ტემპერატურრული რეაქციის შემდგომ გადაიყვანეს ინფწციურსიო. მას სხვა ადამიანებთან შეხება არ ჰქონია. ეს არის იმპორტირებული შემთხვევა ქვეყნის გარედან, სწორად მართული“, – ამბობს ზაალ მიქელაძე.
ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით იმნფიცირებული უკვე 44 შემთხვევაა დადასტურებული.






















