
საირმის საკარანტინო სივრციდან დღეს კორონავირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომებით ორი მოქალაქე კლინიკაში გადაიყვანეს, ერთი ადამიანის გადაყვანა კი დღის ბოლომდე იგეგმება, – ამის შესახებ პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.
გიორგიძის ინფორმაციით, საკარანტინო სივრციდან თვითიზოლაციაში დღეს არავინ წასულა და ამ დროისთვის კარანტინში 190 მოქალაქე იმყოფება.






















