13:11 | 2020-11-04 ავტორი: სალომე ნეფარიძე

ქუთაისის საავადმყოფოში 102 წლის კოვიდინფიცირებული მოხუცი მკურნალობს

ქუთაისის საავადმყოფოში 102 წლის კოვიდინფიცირებული მოხუცი მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით 102 წლის მოხუცი მკურნალობს. არსებული ინფორმაციით ის ხანდაზმულთა სახლის ბენეფიციარია.

 

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის ნოდარ მაღლაფერიძის თქმით, მოხუცის მდგომარეობა სტაბილურია.

 

„ამ ეტაპზე კლინიკაში გვყავს 76 პაციენტი, საიდანაც 10 ახალია. 4 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია და მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

 

11 პაციენტის მდგომარეობა მძიმე, დანარჩენები მდგომარეობა კი  საშუალო სიმძიმის არის. ასევე გვყავს ერთი და ორი თვის ჩვილებიც“, – განაცხადა ნოდარ მაღლაფერიძე.  

ავტორი: სალომე ნეფარიძე

X