10:05 | 2020-11-05 ავტორი: Prime Time

რომელი საბავშვო ბაღები (არ) იხურება დღეიდან თბილისში

რომელი საბავშვო ბაღები (არ) იხურება დღეიდან თბილისში

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან თბილისში საბავშვო ბაღები სააღმზრდელო პროცესს წყვეტენ. ამის მიზეზი ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა.

 

აღსანიშნავია, რომ შეზღუდვა კერძო ბაღებს არ შეეხება და ისინი ჩვეულ რეჟიმში განაგრძობენ ფუნქციონირებას.

 

მთავრობა ოფიციალურ ინსტრუქტაჟს აქვეყნებს - რას ვაკეთებთ, თუ კორონავირუსის სახლში გადატანა მოგვიწია
2020-11-05მთავრობა ოფიციალურ ინსტრუქტაჟს აქვეყნებს - რას ვაკეთებთ, თუ კორონავირუსის სახლში გადატანა მოგვიწია

 

აქვე, ცნობილია, რომ თბილისის საჯარო ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლებისთვის საკვები პროდუქტების დარიგება მომავალი კვირიდან დაიწყება.

 

ჯერჯერობით უცნობია, როდის განახლდება სააღმზრდელო დაწესებულებებში სწავლა.

ავტორი: Prime Time

X