20:46 | 2020-11-05 ავტორი: ალექსი ქამადაძე

სააკაშვილი ხელშეუხებლობას და წახალისებას ჰპირდება ყველას, ვიც მოყვება როგორ გაყალბდა არჩევნები

სააკაშვილი ხელშეუხებლობას და წახალისებას ჰპირდება ყველას, ვიც მოყვება როგორ გაყალბდა არჩევნები

ყველა ვინც გამოვა და მოყვება როგორ მოხდა გაყალბება. გექნებათ არამხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტია, არამედ ყველანაირად წახალისდებით, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომელიც „ფეუსბუქის“ პირად გვერდზე გამოაქვეყნა.

 

ის ცესკო თანამშრომლებს მოუწოდებს, გადაწყვეტილება მიიღონ ერთ-ორ დღეში, რის შემდეგაც მათ ხელშეუხებლობის გარანტიას ექნებათ.

ვაახ, ვინ გადამიკიდე ჯერ არ იცი... დარჩენილ ცხოვრებას შენ მოგიძღვნი - ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ჟვანიას მიმართავს
2020-11-05ვაახ, ვინ გადამიკიდე ჯერ არ იცი... დარჩენილ ცხოვრებას შენ მოგიძღვნი - ნანუკა ჟორჟოლიანი თამარ ჟვანიას მიმართავს

 

„მინა მივმართო საარჩევნო ადმინისტრაციაში გაყალბების უშუალო შემსრულებლებს. თქვენ რაც გააკეთეთ ეს არის მძიმე სისხლის სამართლის დანაშაული. ყველა ვინც გამოვა და მოყვება როგორ მოხდა გაყალბება. გექნებათ არამხოლოდ სრული ხელშეუხებლობის გარანტია, არამედ ყველანაირად წახალისდებით და იქნებით მხარდაჭერილი გარდამავალი და შემდეგი ხელისუფლების მიერ.

 

მინდა ამ საათებში, ამ წუთებში, უახლოეს ერთ-ორ დღეში დაფიქრდეთ რაზე მოგაწერინეს ხელი, ნებსით თუ უნებლიეთ. რამხელა დანაშაულში მიგაღებინეს მონაწილეობა. ბოლოს და ბოლოს თქვენ ყველანი ქართველები ხართ“, – თქვა მიხეილ სააკაშვილმა.

ავტორი: ალექსი ქამადაძე

X