
ვაკის საოლქო საარჩევნო კომისიასთან, სადაც სხდომის პარალელურად, აქცია მიმდინარეობს, იმყოფებოდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ლაშა ცუცქირიძე. ცუცქირიძემ სიტყვით გამოსვლისას სამართალდამცველებს მიმართა.
„პოლიციას მოგმართავთ, კვირას დაგვთვალეთ, კვირას“, – განაცხადა ცუცქირიძემ.შეგახსენებთ, 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საერთაშორისო დამკვირვებლებმა შეაფასეს და აღნიშნეს, რომ საქართველოში საპარლამენტო არჩევნებზე ფუნდამენტური თავისუფლება და პროცედურების უმეტესობა დაცული იყო.
ამის მიუხედავად, მეხუთე დღეა ოპოზიციის წარმომადგენლები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ. 9 ზღვარგადალახული პარტიიდან 8 პარტია პარლამენტში შესვლას არ აპირებს.
არ წყდება საპროტესტო აქციები. ოპოზიციური პარტიები ცესკოს ხმების მოპარვაში ადანაშაულებენ.
4 ნოემბერს, თბილისის საარჩევნო რამდენიმე ოლქთან ხმაურიანი აქცია გაიმართა. აქცია იყო ასევე რეგიონებში.























