00:59 | 2020-11-06 ავტორი: Prime Time

გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული მამაკაცი, რომელიც სახლში მკურნალობდა

გარდაიცვალა კოვიდინფიცირებული მამაკაცი, რომელიც სახლში მკურნალობდა

კორონავირუსით ინფიცირებული მამაკაცი, რომელიც საკუთარ სახლში მკურნალობდა, გარდაიცვალა. შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში მოხდა.

 

გარდაცვლილი 60 წელს გადაცილებული მამაკაცია, რომელსაც თანმხლები დაავადებები ჰქონდა. გარდაცვალებამდე მამაკაცს მაღალი ტემპერატურა, ასევე სხვა სიმპტომები აღენიშნებოდა.

 

იმის მიუხედავად, რომ მამაკაცს შაქარი და მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, მისი სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა დაგვიანებით მოხდა, რამაც სავარაუდოდ, მისი გარდაცვალება გამოიწვია.

ავტორი: Prime Time

X