15:40 | 2020-11-06 ავტორი: Prime Time

“რამდენი 125-ით მეტი შემთხვევაც იქნება, იმდენით მეტი დაიღუპება” – პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში ყოველი 125 კოვიდინფიცირებულიდან 1 პაციენტი იღუპება

“რამდენი 125-ით მეტი შემთხვევაც იქნება, იმდენით მეტი დაიღუპება” – პაატა იმნაძის თქმით, საქართველოში ყოველი 125 კოვიდინფიცირებულიდან 1 პაციენტი იღუპება

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, პაატა იმნაძე, საქართველოში არსებულ ეპიდსიტუაციაზე საუბრობს.

 

როგორც იმნაძე აღნიშნავს, ქვეყანაში სიტუაცია არის ცუდი, მაგალითისთვის კი კონკრეტული რიცხვები მოჰყავს.

 

„ის ტრაგიკული შემთხვევები, რაც თითო-ოროლა არის, სამწუხაროდ, გაცილებით მეტი იქნება. ჩვენ ვართ ისეთი პერიოდში, როცა ყოველგვარი შეზღუდვა აღიქმება, რატომღაც, როგორც პოლიტიკური აქტივობის შეზღუდვა.

 

რა დამატებითი ძალის ჩართვას აპირებს მთავრობა კორონავირუსთან საბრძოლველად, გაზრდილი ეპიდვითარების გამო
2020-11-06რა დამატებითი ძალის ჩართვას აპირებს მთავრობა კორონავირუსთან საბრძოლველად, გაზრდილი ეპიდვითარების გამო

 

რეალობა არის ასეთი – დღეს 125 ცუდად გამხდარიდან 1 იღუპება. რომ გადაითვალოთ ახლა, ყოველი 125-დან ერთი დაიღუპება. რამდენი 125-ით მეტიც იქნება, იმდენით მეტი დაიღუპება“,- განაცხადა პაატა იმნაძემ.

 

დღეს კორონავირუსის 2 775 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560, ხოლო გარდაიცვალა 22. 

ავტორი: Prime Time

X