
რეიტინგული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების“ გადაღება გაგრძელდება. ტელეკომპანია „ფორმულას“ ინფორმაციით, მსახიობების ჯგუფი 2 კვირის განმავლობაში, ერთ კონკრეტულ ლოკაციაზე ჩაიკეტება და გადაიღებს სპეციალურ სერიებს.
მსახიობების ჯგუფი 2 კვირის განმავლობაში ჩაიკეტება კონკრეტულ ლოკაციაში და გადაიღებს სპეციალურ სერიებს: „ჩემი ცოლის დაქალები – კარანტინში“
მანამდე, 18 მარტს ირაკლი საღინაძემ „პრაიმტაიმთან“ საუბრისას განაცხადა, რომ სერიალის გადაღება, თანამშრომლების უსაფრთხოებისა და გარკვეული მიზეზების გამო შეჩერდებოდა.























