23:23 | 2020-11-06 ავტორი: Prime Time

„დიდი ძმა გვისმენს“ – სალომე სამადაშვილის პირველი კომენტარი გავრცელებული სკანდალური ჩანაწერის შემდეგ 

„დიდი ძმა გვისმენს“ – სალომე სამადაშვილის პირველი კომენტარი გავრცელებული სკანდალური ჩანაწერის შემდეგ 

„ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი ეხმაურება გავრცელებულ ჩანაწერს, რომელშიც სავარაუდოდ მისი ხმა ისმის.

 

„დიდი ძმა გვისმენს – ხვალვე ყველა დიპლომატიურ მისიას, ბრუსელს, ვაშინგტონს ექნება ინფორმაცია, რომ ჩემზე, საქართველოს პარლამენტის წევრზე, საქართველოს ტერიტორიაზე, ხორციელდება უკანონო მიყურადება და ჩემი პირადი საუბრების ჩაწერა.

 

იმედის უნიჭო ‘კგბშნიკ’ დირექტორს თუ მიაჩნია, რომ ვინმე დააზიანა, გარდა საკუთარი პოლიტიკური პატრონისა, ჩემი პირადი საუბრების ჩანაწერების უნიჭო კომპილაციის გასაჯაროვებით, ძალიან ცდება. ეს მახინჯი სისტემა დაინგრევა, გპირდებით! (უკანონო მიყურადებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც, ვისაც ეკუთვნის)“, – წერს სალომე სამადაშვილი „ფეისბუქზე“.

 

„საჯაროდ დავ*** თავზე ბოლომდე სააკაშვილიან-ნაცმოძრაობიან ყველას“ – უკრაინული გამოცემა სავარაუდოდ სალომე სამადაშვილის სატელეფონო ჩანაწერს აქვეყნებს

 

ავტორი: Prime Time

X