
საქართველოს ექსპრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, წმინდა სინოდის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა. მარგველაშვილი თქმით, პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ საერთო კოვზზე უარის არ თქმა გაუგებარია.
„ქრისტიანობა განათლების, თანამედროვე ცივილიზაციის შემქმნელი რელიგიაა. პანდემიის დროს, არა ზიარების საიდუმლოების, არამედ წესის არ შეცვლა, საერთო კოვზზე უარის არ თქმა გაუგებარია. მახსენდება: “ჯერ შიგნიდან გაასუფთავეთ სასმისი და ჯამი, რომ გარედანაც სუფთა იყოს” (მათე 23:26“, – წერს გიორგი მარგველაშვილი „ტვიტერზე“.
ცნობისთვის, დღეს სინოდმა სხდომაზე ქვეყანაში ახალი კორონავირუსით გამოწვეულ მდგომარეობაზე იმსჯელა და ზიარების წესი უცვლელი დატოვა.
ასევე დაგაინტერესებთ:
























