15:57 | 2020-11-08 ავტორი: Prime Time

„ეს არაადამიანური მიდგომაა…“- რაზე საუბრობს ხათუნა ზახაშვილი

„ეს არაადამიანური მიდგომაა…“- რაზე საუბრობს ხათუნა ზახაშვილი

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელის, ხათუნა ზახაშვილის თქმით, COVID-19-ის სიმძიმე არის იმაში, რომ ეს ვირუსი სახადად არ განიხილება და ყველა ადამიანი ამ დაავადებას ვერ მოიხდის. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა.

 

პაატა იმნაძე - როცა მსოფლიოში ახლა მეორე ტალღაა, ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად პირველი ტალღა
2020-11-08პაატა იმნაძე - როცა მსოფლიოში ახლა მეორე ტალღაა, ჩვენ გვაქვს პრაქტიკულად პირველი ტალღა

 

ხათუნა ზახაშვილი ამბობს, რომ მთავრობისა და ეპიდემილოგების მცდელობა შეაჩერონ დაავადების სწრაფი გავრცელება მიმართულია იქით, რომ COVID-19-ით გარდაცვლილთა რაოდენობა რაც შეიძლება ნაკლები იყოს. ხათუნა ზახაშვილი მიიჩნევს რომ „ჯოგური იმუნიტეტის“ პრინციპით მოქმედება ამ ვირუსთან მიმართებით არაადამიანურია.

 

„ამ დაავადების ვერაგობა იმაშია, რომ ეს სახადად ვერ განიხილება. როგორც ეპიდემილოგი ვთვლი, რომ ყველა ამ დაავადებას ვერ მოიხდის, ხოლო როგორც საზოგადოების წევრი ვთვლი, რომ ეს არაადამიანური მიდგომაა, რადგან ამის უკან წართმეული სიცოცხლეა… არ შეიძლება განვიხილოთ ჩემი გადარჩენის ხარჯზე სხვისი სიკვდილის ალბათობა. ამიტომ, მიმაჩნია, ამ გზით არ უნდა წავიდეს საზოგადოება და დღეს როდესაც ირჩევენ გზას, რომ როგორმე შეაჩერონ დაავადების სწრაფი გავრცელება, სწორედ იმ ადამიანთა სიცოცხლის გადარჩენისთვის არის ეს მიმართული“, – განაცხადა ზახაშვილმა.

 

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი ამბობს, რომ ქვეყნებში, რომლებმაც „ჯოგური იმუნიტეტის“ გამომუშავების პრინციპით დაავადებასთან გამკლავება სცადეს, დანაკარგი ძალიან დიდია. ეპიდემიოლოგმა ტერმინი „ჯოგური იმუნიტეტი“ განმარტა და აღნიშნა, რომ ვეტერინარიიდან ამ ტერმინის გადმოტანა არასწორია.

 

„თუ წარმოვიდგენთ, რომ საზოგადოება ცხოვრობს კუნძულზე და მასში არავინ შედის და გამოდის, იქ რომ კოვიდ-19 გავრცელდეს ნაწილს მოკლავს, ნაწილი გადაიტანს და ალბათ დარჩება იმუნიტეტი, ნაწილს კი საერთოდ არ შეეხება და გაჩერდება დაავადება. და როგორც კი მიგრაცია დაიწყება იგივე განმეორდება“,- განმარტა ხათუნა ზახაშვილმა.

ავტორი: Prime Time

X