00:01 | 2020-11-09 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

“გთხოვთ, ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამიზნულ მკვლელობაში” – ექიმი ნანა გეგეჭკორი სამართალდამცველებს მიმართავს

“გთხოვთ, ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამიზნულ მკვლელობაში” – ექიმი ნანა გეგეჭკორი სამართალდამცველებს მიმართავს

საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველი ექიმი, ნანა გეეგჭკორი სოციალურ ქსელში პოლიციელებს მიმართავს, რომელსაც უცვლელად გტავაზობთ.

 

“ძვირფასო პოლიციელებო, ჯარისკაცებო, თქვენ ქვეყნის და ადამიანების დასაცავად დაგიქირავათ საზოგადოებათ. მათ შორის იმ ადამიანებმაც ვისაც პანდემიის პიკზე, ნოემბრის ცივ ღამეს ცივი წყლის ჭავლით დევნით…

 

სველი, გადაცივებული ადამიანების ნაწილი შეიძლება უკვე იყოს კიდეც ინფიცირებული და მათ დაავადების რთული ფორმების ბევრად მეტი რისკი აქვთ, ვიდრე იმათ ვინც ამ დანაშაულს თვალს თბილი ოთახებიდან ადევნებს. გთხოვთ, ნუ მიიღებთ მონაწილეობას გამიზნულ მკვლელობაში.
საქართველოში, უკვე არც ერთ ჰოსპიტალში აღარაა ადგილი დაავადებულების მისაღებად. თქვენც შეიძლება აღმოჩნდეთ ერთ-ერთი, ვისაც ხვალ დახმარება დასჭირდება და ვერ მიიღებს იმიტომ, რომ ჰოსპიტალური სექტორი უბრალოდ გადავსებული იქნება.
ვერ იცხოვრებთ ამ ცოდვით, ვერ გაუსწორებთ თვალებს თქვენს შვილებს!!!
ეხლა, მშიერი, გადაცივებული, უფლებაწართმეული, დასტრესილი ადამიანების დევნა მკვლელობაზე შეგნებულად წასვლაა!
გთხოვთ, ნუ მოკლავთ ადამიანებს!!!”” – წერს ნანა გეგეჭკორი.
შეგახსენებთ, გაერთიანებულმა ოპოზიციამ დღეს საპროტესტო აქცია გამართა, რუსთაველიდან მათ მომხრეებთან ერთად ცეესკოს შენობასთან გადაინაცვლეს, სადაც ინციდენტი მოხდა, რა დროსაც პოლიციელებს ქვები დაუშინეს, რის გამოც ისინი წყლის ჭავლით დაშალეს.
ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X