01:07 | 2020-11-09 ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

ჩემი ჩართულობის რა ფორმასაც გადაწყვეტენ ოპოზიციური ლიდერები და ქართველი ხალხი, დავემორჩილები – მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ჩემი ჩართულობის რა ფორმასაც გადაწყვეტენ ოპოზიციური ლიდერები და ქართველი ხალხი, დავემორჩილები – მიხეილ სააკაშვილი ვიდეომიმართვას ავრცელებს

ცესკოსთან მიმდინარე აქციას ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი გამოეხმაურა.

 

„მე მინდა მივესალმო დღეს, თბილისში და ბათუმში ჩატარებული აქციის მონაწილეებს, რომლებმაც დაანახეს მთელ საქართველოს რომ იცავენ თითოეული ქართველის ხმას, საქართველოს თავისუფლებას და არსებობას.

 

ისინი არ დაუშვებენ ოლიგარქმა საბოლოოდ გაანადგუროს ჩვენი ქვეყანა რუსეთის დავალებით. ის რაც ხდება მთელ საქართველოში ესაა სამოქალაქო გმირობა, ამიტომ მე მინდა თითოეულ თქვენგანს ვუთხრა, ეს არ არის პოლიტიკური აქცია.

ამ წუთებში სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ ისევ წყლის ჭავლს იყენებს - პირდაპირი ეთერი
2020-11-09ამ წუთებში სპეცრაზმი მომიტინგეების წინააღმდეგ ისევ წყლის ჭავლს იყენებს - პირდაპირი ეთერი

ჩვენ ვიცავთ საქართველოს. მინდა მივესალმო ოპოზიციის ყველა ლიდერის ერთიანობას.

 

დაიწყეს ძალადობის პირდაპირი გამოყენება, ამას ამართლებენ ისტორიული პრეცედენტებით. აჩვენებენ 7 ნოემბრის კადრებს, მე მინდა შევახსენო ყველას, 7 ნოემბრის აქციის შემდეგ გადავდექი პრეზიდენტის პოსტიდან. ამათ 20 ივნისის შემდეგ, გახარია დააწინაურეს.

 

2012 წელს მე სრულიად მშვიდობიანად გადავეცი ძალაუფლება, ნაციონალურმა მოძრაობამ წააგო არჩევნები და გადასცა მშვიდობიანად, ივანიშვილმა წააგო არჩევნები და ის არ აპირებს ძალაუფლების გადაცემას, აპირებს ძალადობით შეინარჩუნოს, არ გამოუვა. რაც უფრო მეტად შეეცდება მით უფრო ცუდად დაამთავრებს. ხელები შორს მშვიდობიანი მომიტინგეებისგან, ხელები შორს ქართველი ხალხის ხმებისგან, ნუ ეპოტინებით, საქართველო არის წმიდნათა წმინდა. საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს ამას ალტერნატივა არ აქვს.

 

იმ წუთში როცა საქართველო გადაწყვეტს ჩემი ჩართულობის თემას, რა ფორმასაც გადაწყვეტენ ოპოზიციური ლიდერები და ქართველი ხალხი, დავემორჩილები”, – განაცხადა სააკაშვილმა.

 

ცნობისთვის, 8 ნოემბერს, პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ნიკა მელიამ დემონსტრანტებს ცესკოსთან გადაადგილებისკენ მოუწოდა.

 

„ვერავინ იქ ვეღარ შევა, ვერავინ იქიდან ვეღარ გამოვა“, – განაცხადა მელიამ.

 

აქციის მონაწილეებმა ცესკოს შენობაში შესვლა სცადეს. გავრცელდა კადრები, რომელშიც ჩანს, როგორ ცდილობენ აქტივისტები ჯებირების მორღვევას. სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა, რაც ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა და მათი დაშლა დაიწყო. ცესკოსთან პოლიციამ მომიტინგეების მისამართით წყლის ჭავლი გამოიყენა.

ავტორი: თამარ ბოჭორიშვილი

X