
ბოლო 24 საათში საქართველოში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა და გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 499-ს შეადგენს.
ბოლო მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის სულ 60 680 შემთხვევაა გამოვლენილი. გამოჯანმრთელდა – 45042.
კარანტინის რეჟიმში – 2982, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 4780 ადამიანი იმყოფება. კოვიდ სასტუმროში 2879 ინფიცირებული გადის მკურნალობას.






















