18:01 | 2020-11-09 ავტორი: თეონა ყაჭიური

ხშირად სახლში მყოფ პაციენტს არ სჯერა, რომ ვირუსი აქვს და არ მიმართავს ექიმს, სწორედ ეს ხდება სიკვდილის მიზეზი – თენგიზ ცერცვაძე

ხშირად სახლში მყოფ პაციენტს არ სჯერა, რომ ვირუსი აქვს და არ მიმართავს ექიმს, სწორედ ეს ხდება სიკვდილის მიზეზი – თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე ამბობს, რომ საქართველოში ხშირად კორონავირუსით ადამიანები იმიტომ იღუპებიან, რომ მათ არ სჯერათ ვირუსის და დროულად არ მიმართავენ ექიმებს. ამის შესახებ თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღის“ ეთერში საუბრისას განაცხადა.

 

როგორც ცერვაძე განმარტავს, ანალიზის შემდეგ დადგინდა, რომ უმეტესობას რამდენიმე დღის განამვლბაში აღენიშებოდა სიმპტომები, თუმცა ექიმს არ მიმართავდნენ, საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ კი მკურნალობა დაგვიანებული იყო.

 

სად უნდა დარეკოთ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი საშვის მისაღებად
2020-11-09სად უნდა დარეკოთ 22:00 საათის შემდეგ გადაადგილებისთვის ერთჯერადი საშვის მისაღებად

 

„სიკვდილის მიზეზი ძალიან ხშირად საქართველოში არის არა ის, რომ ექიმმა დატოვა სახლში ან კლინიკამ ვერ მიიღო დროზე (ასეთი შემთხვევები ერთეულია), არამედ ის, რომ პაციენტი სახლში იყო, ჰქონდა დაავადება, ჰქონდა კოვიდის ნიშნები და მას არ სჯეროდა და არ უნდოდა დაეჯერებინა, რომ მას შეიძლება კოვიდი ჰქონოდა. ისინი კატეგორიულად არ მიმართავდნენ ექიმს.

 

მე ახლა ვამახვილებ ყურადღებას იმათზე, ვინც 2 კვირის განმავლობაში მკურნალობდნენ, ჰქონდათ სიცხე და არ მიმართავდნენ ექიმს. ხოლო როდესაც მოჰყავდათ საავადმყოფოში, უკიდურესად დამძიმებულები იყვნენ და სჭირდებოდათ მართვით სუნთქვაზე გადაყვანა.  ასეთი პაციენტების 80% იღუპებოდა. ეს არის ყველაზე გულდასაწყვეტი. ჩვენი ანალიზის მიხედვით, უმრავლესობის გადარჩენა მოხდებოდა, მათ რომ დროულად მიემართათ საავადმყოფოსთვის“,- აღნიშნავს თენგიზ ცერცვაძე.

 

თენგიზ ცერცვაძე მოქალაქეებს მოუწოდებს დაურეკონ სასწრაფოს, გამოიყენონ ცხელი ხაზი და სხვა ყველე საშუალება, რაც ექიმთან დააკავშირებთ. მისივე განმარტებით, საიტზე ბევრი ისეთი ნომერია განთავსებული, რომლის გამოყენებაც შეიძლება.

ავტორი: თეონა ყაჭიური

X