00:53 | 2020-11-11 ავტორი: თამარ ბუჩუკური

„ჩვენთვის ადამიანების უსაფრთხოება პრიორიტეტია“ – Glovo მომხმარებელთა კრიტიკას პასუხობს

„ჩვენთვის ადამიანების უსაფრთხოება პრიორიტეტია“ – Glovo მომხმარებელთა კრიტიკას პასუხობს

მიტანის სერვისის მიმწოდებელ კომპანია Glovo მომხმარებელთა კრიტიკას სოციალურ ქსელში განცხადებით პასუხობს და გუშინ, 9 ნოემბერს, რუსთაველზე სერვისის შეჩერების მიზეზებს განმარტავს:

 

“აქციის ტერიტორიის ჩაკეტვა მოგვიწია შემდეგი საოპერაციო მიზეზების გამო: პარტნიორი კურიერების უკუკავშირზე დაყრდნობით მათ არაერთი სირთულე შეექმნათ აქციის ტერიტორიაზე 9 ნოემბერს;

 

გადაადგილების შეზღუდვა, განსაკუთრებით მანქანიანი კურიერებისთვის, რომელთა რიცხვიც დიდი მოცულობის შეკვეთებიდან და ცივი ამინდიდან გამომდინარე ამ პერიოდში საგრძნობლად გაზრდილია.

მომხმარებელმა შეკვეთისას „პეროიანი“ ქათმის კერძი მიიღო - კომპანია კი მომხმარებლებს ექსკურსიაზე ეპატიჟება 
2020-07-21მომხმარებელმა შეკვეთისას „პეროიანი“ ქათმის კერძი მიიღო - კომპანია კი მომხმარებლებს ექსკურსიაზე ეპატიჟება 

 

კურიერების უსაფრთხოება 8 ნოემბერს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე;

 

აქვე, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ აქამდე Glovo არაერთხელ ყოფილა მაშველი რგოლი პანდემიის, კარანტინის და სხვა რთული დღეების დროს მომხმარებელებისთვისაც და პარტნიორი ობიექტებისთვისაც.

 

ჩვენთვის ადამიანების უსაფრთხოება პრიორიტეტია და იმასაც ვაცნოებიერებთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს თანაბრად უნდა ვემსახურებოდეთ სამივე ჩართული მხარის, მოხმარებლების, პარტნიორებისა და კურიერების ინტერესებს”, – აცხადებენ კომპანიაში.

 

ამასთან, Glovo აღნიშნავს, რომ სრულად იღებს პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც პანდემიის, მიმდინარე მოვლენების და გადაადგილების შეზღუდვის გამო მიტანის სერვისი ყველაზე მეტად სჭირდებათ. კომპანიის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, ანუ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, ყველა ქალაქში, აფთიაქისა და სუპერმარკეტის კატეგორიიდან ყველა მოქალაქეს უფასო მიტანის სერვისით მოემსახურებიან.

 

“გუშინდელი ფორსმაჟორული სიტუაციის გამოცდილება დაგვეხმარება მომავალში ანალოგიური სირთულეების უკეთესად მართვაში და ვეცდებით ჩვენი სერვისი ყველასთვის და ყველგან იყოს ხელმისაწვდომი”, – აცხადებენ Glovo-ში.

 

გუშინ, 9 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებმაც იქ ღამე გაათენეს, Glovo-ს სერვისების მიღება ვერ შეძლეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქციის მიმდებარე ტერიტორიიდან შეკვეთების მიღება დროებით შეწყდა.

 

მოქალაქეების ნაწილმა კომპანიას Facebook-ზე მისწერა, Glovo-ს პასუხი კი იყო ის, რომ კურიერები “გარკვეული მიზეზების გამო” ტერიტორიაზე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ იმავე პერიოდში რუსთაველზე გამოძახებებზე გლოვოს კონკურენტი კომპანია მიდიოდა.

ავტორი: თამარ ბუჩუკური

X