
ჩრდ. მაკედონიასთან მატჩამდე საქართველოს ნაკრებმა მატჩისწინა ოფიციალური პრესკონფერენცია გამართა. ნაკრების ფეხბურთელმა ნიკა კვეკვესკირმა მოახლოებულ შეხვედრაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ფეხბურთელები ხვალინდელ თამაშში წარმატების მისაღწევად თავს არ დაზოგავენ.
“გუნდში საბრძოლო განწყობაა და ბიჭები ყველაფერს დავდებთ”- ამ ფრაზით არ დავიწყებ. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ ქვეყნისთვის! რაც შეეხება ცუდ ინფორმაციას, საშინელებაა როცა მეგობრის თვალებში ცრემლებს ხედავ, რადგან ვირუსის გამო მატჩი უნდა გამოტოვოს.
ჩვენ ყველაფრისთვის მზად ვართ! ჩვენი პლუსი გუნდური ფეხბურთის თამაშია. აქამდე სწორედ ერთიანობით მოვედით და მჯერა ამას ხვალაც დავამტკიცებთ! მთელ გუნდს ცეცხლი გვიკიდია და ერთი სული მაქვს ეს მატჩი დაიწყოს! მადლობა ყველა ქომაგს, ვინც დისტანციურად გვამხნევებს! გულშემატკივარი დაგვაკლდება, მაგრამ ყველაფერს გავაკეთებთ რომ საქართველო სიხარულისგან დაინგრეს!” – განაცხადა კვეკვესკირმა.
შეგახსენებთ, რომ ხვალ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები უეფას ერთა ლიგის ფინალურ მატჩში “დინამო არენაზე” ჩრდ. მაკედონიის ნაკრებს შეხვდება.























