14:05 | 2020-03-21 ავტორი: Prime Time

სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ სახელმწიფო ვალდებულია გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა – თინა ხიდაშელი

სინოდის გადაწყვეტილების შემდეგ სახელმწიფო ვალდებულია გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა – თინა ხიდაშელი

თავდაცვის ყოფილი მინისტრი თინა ხიდაშელი გუშინ ზიარების წესის შესახებ სინოდის გადაწყვეტილებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

 

„ვატიკანი სრულად ეთანხმება და მიყვება იტალიის სახელმწიფოს გადაწყვეტილებებს „სამოქალაქო და რელიგიური ცერემონიების“ შეწყვეტის შესახებ! საუდის არაბეთმა მექა და მედინა დაკეტა და დღეს მუსლიმების ყველაზე მნიშვნელოვანი და წმინდა ადგილები ცარიელი იყო, მიუხედავად უდიდესი დღესასწაულისა! ეს მაინც, რომ იცოდეთ.

 

სინოდის გუშინდელი გადაწყვეტილების შემდეგ სახელმწიფო უბრალოდ ვალდებულია გამოაცხადოს საგანგებო მდგომარეობა და მკაცრად აღასრულოს!“ – დაწერა ხიდაშელმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.

 

„საზიარებელ საერთო კოვზზე უარის თქმა, როგორც ინფექციის გადამტან წყაროზე, ყოვლად მიუღებელია, – ამის შესახებ აღნიშნულია სინოდის გუშინდელ განჩინებაში.

 

სინოდის გადაწყვეტილებით, ზიარების წესი არ შეიცვლება და ერთჯერადი ჭურჭლით მხოლოდ ზიარების შემდგომ დასაყოლებელი სასმლის მიღება იქნება ნებადართული.

 

ასევე დაგაინტერესებთ:

სინოდის გადაწყვეტილებით, ზიარების წესი არ შეიცვლება
2020-03-20სინოდის გადაწყვეტილებით, ზიარების წესი არ შეიცვლება
ავტორი: Prime Time

X