
ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ფინალური მატჩის დაწყებამდე, რამდენიმე საათით ადრე საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი თორნიკე ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში შვილთან მიმოწერას აქვეყნებს, სადაც მისი ვაჟი ალექსი, მამას და ეროვნულ ნაკრებს ამხნევებს.

შეგახსენებთ, რომ ისტორიული მატჩი საქართველოსა და ჩრდილოეთ მაკედონიის ნაკრებებს შორის დინამო არენაზე 21:00 საათზე ჩატარდება. აღნიშნული შეხვედრის მოგების შემთხვევაში ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს.






















