
When they see us (როცა ისინი დაგვინახავენ) – ასე ჰქვია მინი სერიალს, რომელიც 5 ფერადკანიანი თინეიჯერის რეალურ და წარმოუდგენლად მძიმე ისტორიას ეფუძნება. სერიალი მოგვითხრობს 5 უდანაშაულო ბიჭზე, რომლებიც 1989 წლის 19 აპრილს, ნიუ ორკის „ცენტრალ პარკში“ მომხდარი სასტიკი დანაშაულისთვის გაასამართლეს. უდანაშაულო ახალგაზრდებმა ნიუ ორკის ციხეებში 6-დან 14 წლამდე საპატიმრო სასჯელი მოიხადეს. ისინი 2003 წლის დასაწყისში რეალური დამნაშავის აღიარების საფუძველზე საოლქო პროკურორის მიერ ჩატარებული ხელახალი გამოძიების შემდეგ გაამართლეს და ყველა ბრალდება მოუხსნეს. 2014 წელს კი ფედერალურმა მოსამართლემ მათ სასარგებლოდ ამერიკის ისტორიაში უპრეცედენტო რაოდენობის კომპენსაციის – 41 მილიონი დოლარის გადახდა დაადგინა.
მინი სერიალში ნაჩვენებია აშშ-ს ამჟამინდელი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პოზიცია, რომელიც „ცენტრალ პარკის ხუთეულის“ წინააღმდეგ გამოდიოდა და მათ სიკვდილით დასჯასაც კი მოითხოვდა.
NETFLIX-ის მიერ გადაღებული ეს მინი სერიალი 2019 წელს გამოვიდა. When they see us „ემის“ პრესტიჟულ ჯილდოზეა წარდგენილი. 71-ე დაჯილდოება 15 სექტემბერს გაიმართება. კრიტიკოსები ამ სერიალს „ჩერნობილის“ მთავარ კონკურენტად განიხილავენ.
„ცენტრალ პარკის ხუთეულიდან“ ყველას ახლა თავისი ოჯახი ჰყავს. ნახეთ, როგორ გამოიყურებიან სერიალის მსახიობები და მათი რეალური პროტოტიპები.
![]()
ასე გამოიყურება დღეს დაზარალებული, 1989 წლის 19 აპრილს ცენტრალ პარკში გაუპატიურებული ქალი თრიშა მეილი, რომლის როლს მსახიობი ალექსანდრა თემფლერი ასრულებს.
![]()
კორი ვაისი – უდანაშაულო „დამნაშავე“. მის როლს დომინიკელი მსახიობი ჯარელ ჯეროუმი ასრულებს.
![]()
რეიმონდ სანტანა – უდანაშაულო „დამნაშავე“. მსახიობი – ფრედი მაიერსი.
![]()
იუსუფ სალაამი – უდანაშაულო „დამნაშავე“. მსახიობი კრის ჩალკი.
![]()
ენთრონ მაქქრეი – უდანაშაულო „დამნაშავე“. მსახიობი – ჯოვან ადეპო.
![]()
კევინ რიჩარდსონი – უდანაშაულო „დამნაშავე“. მსახიობი – ჯასთინ კანინგჰემი.
![]()
მათიას რეისი – რეალური დამნაშავე, რომელმაც მხოლოდ 13 წლის შემდეგ აღიარა, რომ მის ნაცვლად უდანაშაულო მოზარდები გაასამართლეს. მსახიობი – რისი ნოი.
![]()
ლინდა ფერშტეინი – მანჰეტენის პოლიციის სქსეობრივი დანაშაულის განყოფილების ყოფილი უფროსი. მსახიობი – ფელისითი ჰუფმანი.
![]()
ყოფილი პროკურორი ელიზაბეთ რედერერი. მსახიობი – ვერა ფარმიგა.
![]()
ნიუ ორკის პოლიციის დეპარტამენტის ყოფილი დეტექტივი მაიკლ შიჰანი. მსახიობი – ვილამ სადლერი.






















