16:19 | 2020-11-14 ავტორი: Prime Time

იძებნება! – გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო

იძებნება! – გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლით დაიწყო

გორში, 21 წლის ახალგაზრდა 4 დღის წინ დაიკარგა.

 

11 ნოემბერს, დღის 12:00 საათზე სახლიდან გასულ გიორგი ნონაშვილს პოლიცია და მისი ოჯახის წევრები დღემდე უშედეგოდ ეძებენ. გაუჩინარების შესახებ ინფორმაციას სოციალურ ქსელში დაკარგულის ოჯახის წევრები ავრცელებენ.

 

„პრაიმტაიმს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს.

 

თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია ფოტოზე გამოსახული მამაკაცის შესახებ გთხოვთ, აცნობოთ პოლიციას ან დაუკავშირდეთ ოჯახს ტელეფონის ნომერზე: 551 15 77 33.

ავტორი: Prime Time

X