18:18 | 2020-11-14 ავტორი: Prime Time

მაღაზიის მოლარემ მითხრა – ჩვენც გვაქვს აქცია კარაქზეო – გიგა მაქარაშვილი

მაღაზიის მოლარემ მითხრა – ჩვენც გვაქვს აქცია კარაქზეო – გიგა მაქარაშვილი

მაღაზიის მოლარემ მითხრა – ჩვენც გვაქვს აქცია კარაქზეო, – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი გიგა მაქარაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

 

„მაღაზიაში შევედი სიგარეტზე და მოლარე გოგომ აშკარად მიცნო. რა აქცია გაქვთ დღესო? გაყალბებულ არჩევნებს ვაპროტესტებთ მეთქი!

 

სახე გაებადრა, ჩვენც გვაქვს აქცია, კილოიან კარაქს თუ იყიდი, ქილის სპრაიტს გაჩუქებთო. შტერი,“- წერს გიგა მაქარაშვილი.

 

 

ავტორი: Prime Time

X