
„მარკეტებში სპეციალური ზომები დაწესდება, რაც დაავალდებულებს მარკეტის მფლობელებს, რომ დახურულ ტერიტორიაზე 10 ადამიანზე მეტი არ იყოს“ – ამის შესახებ განცხადება პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა.
„უნდა ვნახოთ სხვა ქვეყნების საუკეთესო პრაქტიკა. ადამიანები რიგში დგანან უსაფრთხო დისტანციის, 1-2 მეტრამდე დისტანციის დაცვის შემთხვევაში. ეს ჩვენი მოქალაქეების თვითორგანიზებისა და ბიზნესის პასუხისმგებლობის საკითხია“, – განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, რომ პრემიერის განცხადებით, საქართველოში 1 თვით, 21 აპრილამდე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა. საგანგებო მდგომარეობის გამოცხადება ახალ კორონავირუსს უკავშირდება, რომელსაც მსოფლიო თითქმის 3 თვეა ებრძვის.
ასევე დაგაინტერესებთ:
























