
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოშია. ვიზიტის ფარგლებში, პომპეო შეხვედრებს 18 ნოემბერს გამართავს.
დაგეგმილია სახელმწიფო მდივნის შეხვედრები საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეს.






















