
დღეს მსოფლიოში ყველა კორონავირუსით დაავადებული ადამიანი ჯამურად ატარებს დაახლოებით 1 კილოგრამ კორონავირუსს, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში წერს.
„გამოთვალეს, რომ კორონავირუსით დაავადებული თითოეული ადამიანი, ინფექციის პიკის დროს ატარებს 10X9-10X11 ვირიონების რაოდენობას, რომელთა ჯამური მასა 1 µg დან 0.1 mg – მდეა. აღნიშნული ნიშნავს, რომ დღეს მსოფლიოში ყველა კორონავირუსით დაავადებული ადამიანი ჯამურად ატარებს დაახლოებით 1 კილოგრამ კორონავირუსს.
აი, რა გახდა ამ 1 კგ „შავი ჭირის“ მოშორება, ესეთი მოწყვლადები და სახტად დარჩენილები რომ დაგვტოვა“,- წერს ბიძინა კულუმბეგოვი.























