
ფოტომოდელი ნატალია გარიბოტო სოციალურ ქსელში “სქრინს” აქვეყნებს, რომელმაც კათოლიკური სამყარო აალაპარაკა.
ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა Mirror ავრცელებს.
გარიბოტომ თავდაპირველად “ინსტაგრამზე” ფოტო გამოაქვეყნა, რომელშიც ის ძალიან მოკლე სასკოლო სამოსშია გამოწყობილი. ცოტა ხნის შემდეგ კი შეამჩნია, რომ მისი ფოტო ანგარიშმა franciscus-მა მოიწონა. მოდელი აცხადებს, რომ მას ფოტო რომის პაპმა, ფრანცისკემ დაულაიქა.
ინფორმაციის გავრცელების შემდეგ მოდელის ფოტოზე “franciscus-ის” ლაიქი გაქრა.
მიუხედავად იმისა, რომ უცნობია, მართლა რომის პაპს ეკუთვნის თუ არა აღნიშნული ექაუნთი, ფაქტს უცხოურ მედიაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა.























