
ამერიკის სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს პატრიარქს, ილია მეორეს შეხვდა. შეხვედრა საპატრიარქოში შედგა. მაიკ პომპეოსთან ერთად, პატრიარქმა საქართველოში აშშ-ს ელჩს კელი დეგნანსაც უმასპინძლა.
პატრიარქთან შეხვედრამდე მაიკ პომპეო უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრს. მაიკ პომპეო ასევე შეხვდა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.






















