
საქართველოს პრეზიდენტი თავისი “ლუქით” არა ერთხელ მოექცა საზოგადოების ყურადღების ქვეშ. ხან პროტოკოლიდან ამოვარდნილი შავი წელწინდით, ხან ლამაზი და ვებერთელა ნემსიყლაპიის ბროშით, ხანაც ერთი და იგივე წითელი “ორეულით” საფრანგეთის და პოლონეთის პრედენტებთან შეხვედრებზე…
ინაუგურაციიდან მოყოლებული პრეზიდენტს ძირითადად ქართველი დიზაინერების სამოსი აცვია და მათ პოპულარიზაციას უწევს.

დღეს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს საქართველოს დროშის ფერებში დახვდა. უცნობია ზურაბიშვილის დღევანდელი “ლუქის” ავტორი, თუმცა ის პროტოკოლის გათვალისწინებით გამოიყურება.
მოდელმა თაკო ჩხეიძემ ცოტა ხნის წინ სადიზაინრო საქმეს მიჰყო ხელი. მშობლებმა სახელოსნო BloomsTbilisi-ი გადააბარეს და სამოსის წარმოებით არის დაკავებული.
თაკო ჩხეიძე: – ნახეთ, სალომე ზურაბიშვილის “ლუქი” პომპეოს წითელ ჰალსტუხს როგორ უხდება! პროტოკოლით არის ჩაცმული, პირბადესაც უხდება. ვიტყოდი, რომ დღევანდელი “ლუქი” დახვეწილი და ელეგანტურია. დროშის ფერებშია. მშვენივრად ვაფასებ.
ნახეთ, რა შეიკერა თაკო ჩხეიძის სახელოსნოში პრეზიდენტმა გაზაფხულზე – Prime ამბები.
ლიკა ყაზბეგს კი პრეზიდენტის პირბადე არ მოეწონა.
ლიკა ყაზბეგი: – ჩვენი პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე დრესკოდის მონა-მორჩილია, თორემ ალბათ სხვაგვარ პირბადეს შეარჩევდა. წითელი ხაზი მთელ სახეს ორ ნაწილად ისე ჰყოფს, რომ ცოტა უსიამოვნო, უხერხული და არაესთეტურია რაც ვნახე.
ჩვენი პრეზიდენტი ლამაზი ქალბატონია, ამას ვერ ვუარყოფთ, სამწუხაროა, რომ კორონამ მისი სილამაზე დაფარა და თან ამგვარი პირბადით.






















